ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამრევლოებისთვის ოფიციალური ვებ-გვერდი gocna.net შეიქმნა

113

,, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბას ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ჩვენი ეპარქიის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც დროდადრო განთავსდება ინფორმაცია ეპარქიაში შემავალი სამრევლოებისა და მათთან არსებული კულტურის ცენტრების შესახებ.
ვებ-გვერდზე თქვენ შეგეძლებათ მოისმინოთ ეპარქიის მოძღვართა ქადაგებები და მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე საბას ორგანიზებით მოწვეული სასულიერო პირების მიერ ჩატარებული ლექციები.
ასევე, გაცნობებთ, რომ youtube-ზე არის ჩვენი ეპარქიის არხი, სახელწოდებით Georgian Apostolic Orthodox Church In North America.
ხოლო ეპარქიის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია https://www.gocna.net/ – 
ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.