ცესკოს თავმჯდომარემ ათენში საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

836

19 ივნისს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე    თამარ ჟვანია საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

 შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ემიგრანტებს წარუდგინა  საინფორმაციო კამპანიის გეგმა და შესასრულებელი სამუშაო ნაბიჯები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს  ამომრჩევლის სამოქალაქო ცნობიერების და არჩევნებზე აქტივობის ზრდას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს საარჩევნო სისტემის დახვეწისა და რეფორმირების პროცესზე, ამომრჩევლის უფლებების შესახებ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სპეციფიკური საკითხების თაობაზე.   თამარ ჟვანიამ შეხვედრის ფარგლებში დასმულ კითხვებსაც უპასუხა  დიალოგის პროცესში ორივე მხრიდან ხაზი გაესვა და მთავარ პრობლემურ  საკითხად გამოიკვეთა  უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბალი აქტივობა. დამსწრეთა ნაწილის მოსაზრებით დასახელდა მიზეზები და მათ შორის ათენში საქართველოს საელჩოს ადგილის ძნელადმისადგომლობა, ხოლო  საარჩევნო უბნების სხვა მისამართზე გახსნის შეუძლებლობა. ცესკოს თავმჯდომარემ დასკვნით სიტყვაში შეხვედრა დადებითად და სასიამოვნო შეხვედრად შეაფასა, ხოლო შეხვედრის შემდგომ შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.