ცნობილია რამდენს დახარჯავს სახელმწიფო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

176

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი” წერს.

აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი დაიხარჯება. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 მილიონი ლარი იქნება.

ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,238,050 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ ცესკო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 39 136 784 ლარი უნდა დაეხარჯა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.