ცნობილი ქართველი ვარსკვლავი გია სურამელაშვილი ქართველი ემიგრანტებისთვის საბერძნეთში საკონცერტო ტურნეს განაგრძობს

1357

ცნობილი ქართველი ვარსკვლავი გია სურამელაშვილი, რამდენიმე დღეა საბერძნეთის დედაქაქ ათენში იმყოფება და  ქართველი ემიგრანტებისთვის საბერძნეთში საკონცერტო ტურნეს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია ათენში ცნობილი ქართული რესტორნის ,,ალავერდის” მენეჯერმა ქ-მა ხათუნა ბურჯანაძემ დაადასტურა მისი თქმით: ,,საბერძნეთში მცხოვრებ ქარტველებში და უცხოელებში გია სურამელაშვილი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ჩვენს საყვარელ მომღერალთან გია სურამელაშვილთან 16 დეკემბერს ჩვენს რესტორან ,,ალავერდში“ ჩვენი ქართველებისთვის მასთან შეხვედრა და სადღესასწაულო საღამო მოგვეწყო.  პაემანი გიასთან – ასე დავარქვით ამ საღამოს , რადგან ადრეც გვაქვს მსგავსი საღამო გაკეთებული და ვიცით რომ, დაუვიწყარი წინასაახალწლო ულამაზესი საღამო გვექნება” – აცხადებს ხათუნა ბურჯანაძე.

საღამო 15:00 საათზე დაიწყება,ხოლო საღამოზე დასწრების მსურველებს წინასწარ რეგისტრაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ კონცერტის ორგანიზატორებს ტელეფონის ნომერზე +30 69 98 80 75 88.