წელს ევროვიზიის კონკურსზე კვიპროსს თამთა გოდუაძე წარადგენს.

620

ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე კვიპროსს წარმოშობით ქართველი და საბერძნეთში მოღვაწე მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს.

„რიფლეი“ (Replay), – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც 38 წლის თამთა ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება. საკონკურსო სიმღერის ავტორი წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინოა. მას ეკუთვნის კვიპროსის 2018 წლის საკონკურსო სიმღერა „ფუეგო“ (Fuego), რომელმაც 436 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

ცნობილია ქორეოგრაფიც, რომელიც თამთას პერფორმანსზე იზრუნებს. ის ევროვიზიის მაყურებლისთვის კარგად ცნობილი საშა ჟან-ბაპტისტია. საშას ანგარიშზე ევროვიზიის არაერთი პერფორმანსია. მათ შორისაა ნინა სუბლატის, „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზის“ (Young Georgian Lolitaz) და თამარა გაჩეჩილაძის გამოსვლები.

კლიპის გადაღება რამდენიმე დღეში დაიწყება და მისი პრეზენტაცია 5 მარტსაა დაგეგმილი.