წინასწარი ვარაუდით 11 დეკემბერს გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ეთერ ქობულაძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

7421

გუშინ, 11 დეკემბერს დილით თურქეთის დედაქალაქში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის  ეთერ ქობულაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

ახლობლებს გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

აღსანიშნავია რომ , იგივე მიზეზი დასახელდა ათენში რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის – მარინა კლდიაშვილის გარდაცვალების მიზეზადაც.

თურქეთში გარდაცვლილი საქრთველოს მოქალაქე ეთერ ქობულაძე წარმოშობით ბათუმიდან იყო.