ხატია შამუგია ერისიონის კონცერტზე დასასწრებად და მონაწილეობისთვის ათენში ჩავიდა

940

ცნობილი ქართველი სელებრითი, “ICI PARIS” პი­არ­ – მე­ნე­ჯე­რი, ტე­ლე და რა­დი­ო­­წამ­ყვა­ნი ხატია შამუგია საბერძნეთის დედაქალაქს ლეგენდარული ქართული ანსანმბლის ,,ერისიონის” კონცერტზე დასასწრებად და მონაწილეობისთვის ეწვია. კონცერტი რომელიც ათენის ერთ-ერთ ცნობილ და გრანდიოზული მასშტაბის სცენაზე, გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე კვირას 24 ივნისს შედგება უკვე იქცა ქართველი ვარსკვლავების შეკრების მიზეზად ევროპის კულტურულ დედაქალაქში.

 DIASPORA.GE -ს ინფორმაციით 24 ივნისს სტადიონზე, რომელიც პროგრამის ხელმძღვანელის ავთანდილ კაკაბაძის გადაწყვეტილებით გრანდიოზულ საკონცერტო დარბაზად უკვე იქცა  მაყურებელი და მსმენელი არაერთ  ქართველ და უცხოელ ცნობილ სახეს იხლავს. კონცერტს საბერძნეთის ხელისუფლების და ათენში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ცნობილი სელებრითი და უმშვენიერესი ხატია შამუგია კი ამ კულტურულ მოვლენასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ხატია შამუგია ათენი ❤️❤️❤️

Опубликовано georgian events Kakabadze Четверг, 21 июня 2018 г.