ჰუბერტ​ ქნირშის განცხადებით ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა გერმანიიდან შვედეთსა და საბერძნეთში გადაინაცვლა

219

,, ქართული დანაშაული გერმანიიდან გადავიდა, გადანაწილდა სხვა ქვეყნებზე. მაგალითად, შვედეთსა და საბერძნეთში. ეს ძალიან სწრაფად შეიცვალა და ბუნებრივია, ამას აქვს ორგანიზებული დანაშაულის სახე“, – განაცხადა ჰუბერტ​ ქნირშმა.

შეკითხვაზე, დგას თუ არა ახლა საკითხი ასე, რომ ორგანიზებული კრიმინალური ქსელის არსებობა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლისთვის საფრთხეა, როგორც ამას ცოტა ხნის წინ მიიჩნევდა გერმანული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა არის ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის გამოცხადება და მიზანი ამ ნდობის შენარჩუნება-გაძლიერებაა, რადგან ეს ძალიან დიდი მონაპოვარია არამხოლოდ ქართულ-გერმანულ, არამედ ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში.– აცხადებს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი ჰუბერტ ქნირში.