10 წლის გიორგი კაკავას დიდი ბრიტანეთიდან დეპორტაცია ემუქრება მის შემდეგ რაც დაობლდა

4483
ქართველ ბიჭს, 10 წლის გიორგი კაკავას დიდი ბრიტანეთიდან დეპორტაცია ემუქრება.
მისი საქართველოში გამოგზავნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ბიჭს დედა და მამა გარდაეცვალა და დაობლდა. 10 წლის მოზარდი შოტლანდიაში დედასთან ერთად საცხოვრებლად 7 წლის წინ გადავიდა. მანამდე ის საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობდა.
BBC-ის ცნობით, ქვეყნის დატოვება დედა-შვილს მას შემდეგ მოუწიათ, რაც გიორგის მამა საქართველოში ქართველმა კრიმინალებმა მოკლეს და საფრთხე მათაც შეექმნათ.
ბავშვს მიმდინარე წლის თებერვალში დედაც გარდაეცვალა და ამჟამად ბებიასთან, ერთად ქალაქ გლაზგოში ცხოვრობს. იმ შემთხვევაში, თუ გიორგის ბებია და თავად ბავშვი თავშესაფრის მისაღებად პროცედურებს წარმატებით ვერ გაივლიან, ორივე მათგანს დეპორტაცია ემუქრება.კაკავას დეპორტაციის საკითხი განხილვის თემა იყო ბრიტანთის პარლამენტშიც.

“ლეიბორისტული პარტიის” დეპუტატი გლაზგოდან, დაინტერესდა, რას მოიქმოქმედებს ტერეზა მეი 10 წლის ქართველი ბიჭის დასაცავად. ტერეზა მეიმ პარლამენტარს უპასუხა, რომ ამ კონკრეტული საქმით საემიგრაციო სამსახური დაინტერესდება . გიორგის მხარდასაჭერად ინტერნეტ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ამჟამად ხელმომწერთა რაოდენობა 65 000-ს აჭარბებს. პეტიციის ავტორები მხარდაჭერას ითხოვენ, რათა ბიჭმა შოტლანდიაში ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.