19 აპრილს ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

1177

19 აპრილს ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე სკოლაში 2017 წლიდან მოქმედი ქართული ენის საპილოტე პროგრამის მოსწავლეები.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საპილოტე პროგრამის მასწავლებლები ქ-ნი მადონა ჯავახიშვილი და ქ-ნი ხათუნა ლობჟანიძე. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საელჩოს მრჩეველი ქ-ნი ეკატერინე ლორთქიფანიძე და პირველი მდივანი ქ-ნი მაია დევაძე.