2017 წელს ქართველებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1,3 მლრდ ლარი დახარჯეს

640

საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 1, 334 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 961, 7 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულად 2017 წლის დეკემბერს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ, საბანკო ბარათებით ჩვენი ქვეყნიდან ვიზიტორებმა 116, 4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,3%-ით მეტია. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ პლასტიკური ბარათებიდან 73, 5 მლნ ლარი გადაიხადეს. ამასთან, დეკემბერში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 29, 6 მლნ ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოს ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით 86, 7 მლნ ლარის ოპერაციაა შესრულებული.