2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 4 მილიარდ ლარზე მეტი გადაირიცხა

1759

2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 4 მილიარდ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 1,576,508,500 დოლარს უტოლდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების ეს მოცულობა  დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

სტატისტიკის მიხედვით გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ევროკავშირის წევრი სახელმწოფოების სტატისტიკა, აშშ დოლარებში დაანგარიშების მიხედვით ფულადი გზავნილების მიხედვით ასე გამოიყურება:

1.იტალია –  $191 მილიონი;  2. საბერძნეთი – $170 მილიონი;  3. ესპანეთი – $41.6 მილიონი;  6. გერმანია – $41 მილიონი;  7. საფრანგეთი – $19 მილიონი;  8. პოლონეთი – $18 მილიონი; 9. გაერთიანებული სამეფო – $16 მილიონი; 10. კვიპროსი – $11.5 მილიონი;

საქართველოს მეზობელი და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებით ლიდერი ქვეყნები ასე გამოიყურებიან:  რუსეთის ფედერაცია –  $ 457 მილიონი; თურქეთი – $105 მილიონი; უკრაინა – $28 მილიონი; აზერბაიჯანი – $20 მილიონი; სომხეთი – $9.1 მილიონი. 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასე გამოიყურება: 1.  აშშ –  $159 მილიონი; ისრაელი – $151 მილიონი; ყაზახეთი – $16.8 მილიონი;კანადა- $13 მილიონი; ყირგიზეთი – $11.2 მილიონი; არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9.8 მილიონი; ერაყი – $9.7 მილიონი;