2018 წლის ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 144.2 მლნ. აშშ დოლარი გადაირიცხა

2255

2018 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 144.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.3 მილიონით, ანუ 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, გაზრდილია ფულადი გზავნილები როგორც დსთ-ს, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, ისრაელიდან და კანადიდან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში 43 მილიონ აშშ დოლარზე დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (46.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (38.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.