2019 წლის თებერვალში ფულადი გზავნილის სახით 332.9 მლნ. ლარი მიიღეს საქართველოში

180

საქართველოს ეროვნული ბანკი  მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით 2019 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მილიონი დოლარი (332.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მილიონი დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 31.6 მილიონი დოლარი დაფიქსირდა,  ხოლო  ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებმა თებერვალში 41.9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მილიონი დოლარი (47.1 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მილიონი დოლარისა (44.3 მილიონი ლარი) 2018 წლის თებერვალში.