2020NEWS-ის ცნობით ემიგრაციაში დაბრუნებული ინა ასანიძის შემცვლელს ხვალ აირჩევენ

1558

2020NEWS-ის ცნობით ემიგრაციაში დაბრუნებული ინა ასანიძის შემცვლელს ხვალ აირჩევენ, როგორც საინფორმაციო საგენტო იტყობინება ჭიათურაში „ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის რამდენიმე თვის წინ ატეხილი სკანდალის შემდეგ, სადაც ღიად დაფიქსირდა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესა და ქალაქის მერ პაატა ნადირაძეს შორის არსებული დაპირისპირება, საკადრო გადაადგილებები გრძელდება. როგორც „2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ ჭიათურიდან აცნობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს  გივი კიკნაძე „ოცნებიდან“ სკანდალურად წასულ ინა ასანიძის ნაცვლად დაიკავებს. ასანიძემ თანამდებობა დაახლოებით 2 თვის წინ, ერთ-ერთ რესტორანში განვითარებული სკანდალური ფაქტის შემდეგ დატოვა. ინა ასანიძემ დატოვა თანამდებობაც და საქართველოც – ის ემიგრაციაში დაბრუნდა. 

 “ინა რომ არ გადამდგარიყო, პრობლემებს შეუქმნიდნენ, პირდაპირ უთხრეს, თუ არ წახვალ, პრობლემები შეგექმნებაო“ – უთხრა სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ.

“რამდენიმე დღეა, ჩვენ აღმოვჩნდით გაუგონარი აბსურდის წინაშე და გვსურს საზოგადოება და ის ადამიანები, ვინც ჩვენი გულშემატკივარია და ისინიც, ვინც ამ აბსურდის ავტორია, ჩავაყენოთ საქმის კურსში. პაატა ნადირაძე – ჭიათურის მერი და ინა ასანიძე – ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვართ ხალხის მიერ არჩეულები და ვსარგებლობთ ნდობის მაღალი კოეფიციენტით; ვართ „ქართული ოცნების“ წევრები და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის თანამოაზრეები იმ დღიდან, როგორც კი აღნიშნილი პარტია განოჩნდა ქართული პოლიტიკის რეალობაში. ჩვენ არაერთი უსამართლობა და ბრძოლა გადავიტანეთ და გამოდის, ბრძოლა დღემდე გრძელდება!!! საქმე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ აღიძრა, ნათლად მეტყველებს ჩვენი ოპონენტების სურვილზე, დისკრედიტირებულები ვიყოთ არა მარტო ჩვენ, არამედ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იმედს ვიტოვებ, აღნიშნილი არ დარჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყურადღების მიღმა და ასევე, შს მინისტრი თავად მიხედავს ხალხს, რომელიც პოლიციის რეპუტაციის გაფუჭებას არ ერიდებიან. ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ ერთგული წევრები, არამედ ხალხის მიერ არჩეულები და არავის მივცემთ უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს პარტიის და მისი ერთგული მებრძოლების რეპუტაცია!!!“ – აცხადებდა მაშინ ინა ასანიძე.

,, ინა ასანიძე უკვე რამდენიმე  კვირაა აშშ-ი დაბრუნდა რიგით ემიგრანტად, ხვალ კი მის შემცვლელს აირჩევენ … ყველგან”ეგზეკუციაა'” ჩაყენებული, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს არ მინდა დავიჯერო, მაგრამ გამოაშკარავდა ფაქტი, რატომაც აიძულეს ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ინა ასანიძე მანდატი დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო? იქნებ ხელისუფლებამ ხმა ამოიღოს და სიმართლე გვითხრას რა მოხდა ჭიათურაში,ან რატომ ნიშნავენ ადამიანებს და მერე რატომ აიძულებენ დატოვონ თანამდებობა და თან სამშობლოც დატოვონ ?!” – აცხადებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართველ ემიგრანტთა საერთასორისო ცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ღამბაშიძე.