22 აპრილს ათენში პასპორტის ფასის საკითხზე ხელმოწერების მასშტაბური აქცია დაანონსდა.

3951

საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნით ხელმოწერების მასშტაბური კამპანიის დაწყების შესახებ განცხადება, დღეს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გააკეთა. მის  მიერ გაკეთებულ განცხადებაში  22 აპრილს ათენში ორგანიზებული აქციაა დაანონსებული: ,,ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა კვირას ხელმოწერების მაქსიმალურად მეტი რაოდენობის შესაგროვებლად, დაბეჭდილია 1200 ხელმოსაწერი მიმართვა. დარჩენილია მხოლოდ თქვენი ემიგრანტების აქტივობა! 
🆘
1. გელოდებით დღეს საორგანიზაციო ჯგუფების ჩამოყალიბების და ზუსტი ადგილმდებარეობების შესათანხმებლად ! 
🆘
2. კვირას ათენის ემიგრაციამ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს ყველას ვინც ფიქრობს რომ ემიგრანტებს ანგარიში არ უნდა გაუწიონ და ,,შეთითხნონ” არაკონსტიტუციური, არაჰუმანური კანონები და დებულებები რომლებითაც ზოგიერთი უღირსი საჯარო მოხელეები მოითბობენ კაბინეტებს და სხვა ტიპის ფუფუნებას მოიწყობენ უცხოეთში !
კონკრეტული საჯარო მოხელეების ( დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადად) სახელი და გვარები უშუალოდ საჯაროდ დასახელდება მალე, ვინაიდან ჩაეძინათ მეტი კომფორტისგან ზოგიერთებს !
ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას :
 არა – ემიგრანტების დაკანონებულ დისკრიმინაციას !
 არა – ოჯახების სარჩენად უცხოეთში მშრომელი ემიგრანტების ძარცვას! 
 არა – ნეპოტიზმს დიპ. წარმომადგენლობებში
 არა – უდიერ მოქცევას საკონსულოებში მომსახურების სანაცვლოდ ! 
 არა – არაპროფესიონალიზმისთვის ჩვენს ხარჯზე პრემია დანამატებს ! – ნათქვამია ავთანდილ გიუნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.