26 მაისს ირლანდიაში მცხოვრები ქართველები დუბლინში საქართველოს ჰიმნს ერთობლივად შეასრულებენ

273

26 მაისს ირლანდიაში მცხოვრები ქართველები დუბლინში საქართველოს ჰიმნს ერთობლივად შეასრულებენ- ამის შესახებ განცხადებას ირლანდიაში საქართველოს საელჩო ავრელებს და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:,,გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, 13:30 საათზე ირლანდიაში მცხოვრები ქართველები ვიკრიბებით დუბლინის მერიის შენობის წინ მდებარე ხიდზე (Grattan Bridge).
გთხოვთ, შემოგვიერთდით და ყველამ ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დუბლინის ქუჩებში, 1 კვირის განმავლობაში, ტრადიციულად, გამოფენილი იქნება საქართველოს დროშები.”- ნათქვამია განცხადებაში.