თბილისში თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტსა და  თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმდა

82

თბილისში თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტსა და  თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმდა

თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, პერიკლეს მიტკასი საქართველოში ვიზიტის  ფარგლებში შეხვდა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე თევზაძესაც. შეხვედრაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავების, ასევე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.