“4 შვილის დედა, 42 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე უცხო მიწაზე…” – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

1666

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტის იმედის“ ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში იტალიაში ემიგრანტი ქალის გარდაცვალების შესახებ წერს.

“იტალიაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი 4 შვილის დედა მაკა ნაცვლიშვილი… 42 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე უცხო მიწაზე… წავიდა მის მეუღლესთან დარჩნენ შვილები ობლები აღარც დედა ჰყავთ და აღარც მამა….

‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…” – წერს შოთო სიხარულიძე.