749
     DIASPORA.GE- ს ახალი პროექტის ,,მხოლოდ ემიგრანტის პასუხების” დღევანდელი სტუმარი ათენში მცხოვრები ემიგრანტი ირინა სამხარაძეა,   ერთი რამ რაც ცხოვრებაში ძალიან მაბედნიერებს- ეს არის ჩემი ძალიან ძალიან კარგი, კეთილშობილი და უკარგესი შვილები თავის მონაგრით – ამბობს ის და დიდი ენთუზიზმით ერთვება ჩვენს ახალ პროექტში მაშ ასე მოვუსმინოთ ირინა სამხარაძის პასუხებს

 ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი – აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი მრავალშვილიანი დედა, და აუცილებლად მინდოდა ექიმი პედიატრი.

 გადავწყვიტე საქართველოდან წამოვსულიყავი იმიტომ რომ   ძალიან, საშინლად მძიმე წლები გავიარე, და მივხვდი რომ გამოვიწვრთენი, და დავიაახე მიზნად, რომ უფრო მეტად ძლიერი უნდა გავმხდარივი, ყველაფერი უნდა გამიკეთებია რომ ჩემი შვილები ფეხზწ დამეყენებინა, რაც დარწმუნებული ვიყავი რომ აუცილებლად შევძლებდი!

 მოვდიოდი და ვფიქრობდი-  რომ რაც შეიძლება ღრმად ჩამესუნთქა საქართველოს ჰაერი… მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ ახალი ცხოვრების ეტაპზე გადვდგი დიდი ნაბიჯი, დაა მქონდა რწმენა რომ აუცილებლად გადავლავახავდი ყველა სირთულეს,.ჩემს თავს შთავაგონებდი რომ ” იცხოვრე ისე, მოექეცი შენს გარშემო ყველას ისე, როგორც გინდა რომ მოგიბრუნდეს შენ”‘!!!!!!!

 ემიგრანტი იყო ნიშნავს – ემიგრანტი იყო?! ეს არის ცხოვრების სწავლა, ეს არის უდიდესი გამოცდილება, ეს არის ის პერიოდი, რომელშიც მუდმივად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაქვს, როდესაც სისხლი გეყინება ქართული სიტყვის გაგონებაზე, მუდმივად გენატრება ყველა და ყველაფერი.

 პირველად როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი – პირველად როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი, ჯერ მადლობა ვუთხარი უფალს,რომ ცოცხალი ჩამოვედი, და მერე იმ წამსვე ვიგრძენი უცხო გარემო,… მაგრამ კიდევ ერთხელ ვუთხარი საკუთარ თავს რომ ყველაფერი კარგად იქნება – თქო.

 მინდოდა მეტირა მაშინ როცა – მონდოდა მეტირა მაშინ?! ჩუმად სულ მეტირება, თუმცა არასოდეს არ გამოვხატავ,… ისე კი ძალიან ვიტირე, როდესაც ჩემი შვილის ჯვრის წერის დროს აქ ვიყავი და ვერ წავედი.

 სიზმრად ვნახე საქართველო – სიზმრად ვხედავ, ოღონდ მართლა, რომ საქართველოში ვარ, რომ ჩემს მეგობრებს შვილებს ყველას ვეფერები და ვულოცავთ ერთმანეთს რომ საქართველო გაერთიანებული და აყვავებულიათქო.

 მონატრება ეს არის –  ქრონიკული დაავადება ემიგრანტული.. როემლსაც .ვერანაირად ვერ ანაცვლებს ვერც ერთი ფული და გზავნილები.

 როცა დავბრუნდები საქართველოში –  აი პირველი რაც უნდა გარდაუვლად გავაკეთო– სულ მუხლიჩოქით დავემხო ჩემს წინაპრების სისიხლით გაჟღენთილი მიწაას და ვეამბორო,ვეჩურჩულო და მადლობა ვუთხრა სამშობლოს შემონახვისთვის, მერე კი ძალიან ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ზუსტად ვიცი რომ შევძლებ – გავხსნა მოხუცთა თავშესაფარი, მოვიძიო სპონსორები და მოვეფერო ჩვენ მოხუცებს,ვაჩუქო უდიდესი სითბო და სიყვარული.

ფაქტი შენს შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს? 

– ფაქტი? გასაოცარი? სიბრალული, პატივისცემა და სიყვარული ჩემს პირველ სამსახურში, გარდაიქმნა ოჯახად,. რომელიც სხვათაშორის პირველი ჯგუფის ინვალიდი უსინათლოა. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი ცხოვრებით!