5 მაისს – ათენის, 7 მაისს – ამსტერდამის, 9 მაისს კი ბერლინის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდება

0
3490

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 5 მაისს – ათენის, 7 მაისს – ამსტერდამის, 9 მაისს კი ბერლინის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით ფრენებთან დაკავშირებით. 2 მაისის ჩათვლით ფრენები უკვე გაწერილია, მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ 3 რეისის დამატების შესახებ. 5 მაისს შესრულდება რეისი ათენის მიმართულებით, 7 მაისს – ამსტერდამის, 9 მაისს კი ბერლინის მიმართულებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დღევანდელი მონაცემებით, სამშობლოში 7 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა, 10 ათასზე მეტ მოქალაქეს კი ადგილზე გაეწია დახმარება. წყარო.imedi.ge