57 წლის ქართველი ემიგრანტი დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს

12525

57 წლის ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი იტალიის ქალაქ პრატოში 20 იანვარს დილით, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ემიგრანტმა განცხადება ქართველები იტალიაში (ასოციაცია A.I.S.)  სოც. გვერდზე განათავსა :,, ქართველო ემიგრანტებო მინდა სამწუხარო ამბავით შეგაწუხოთ დღეს თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს,დღეს ტრაგედია მოხდა იტალიის ქალაქ პრატოში დაიღუპა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ქალბატონი 57 წლის ლელა ჭაბაშვილი, ვაგროვებთ შესაწირს ოჯახის დასახმარებლად თუ ვინმეს სურვილი აქვს გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. თუ ვინმეს გექნებად საშუალება სანამ გადავასვენებთ მანამ იქნება ეს თანხა შესაგროვებელი გამჭვირვალობისათვის შეგიძლიათ მიუთითოდ თანხა კომენტარში რომელსაც თქვენ გაიღებთ.”- ნათქვამია განცხადებაში .