საკონსულოებში პასპორტის მისაღებად საჭირო ახალი ღირებულება დადგინდა

0
6922

საქართველოს მოქმედი კანომდებლობის თანახმად, ქვეყნებში სადაც აშშ დოლარი არ წარმოადგენს ეროვნულ ვალუტას და მოქმედებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად 2020 წელს ახალი ღირებულება დადგინდა, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის თანახმად საკონსულოებში პასპორტის მისაღებად მომსახურების საფასურად 130 აშშ დოლარია დადგენილი, ევროპის  ქვეყნებში სადაც ეროვნული ვალუტად ევრო გამოიყენება  საქართველოს მოქალაქეები 2020 წელს საკუთარი ქვეყნის პასპორტს 119.28 ევროდ მიიღებენ. 

შეგახსენებთ რომ ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტის მისაღებად თქვენ უნდა მიბრძანდეთ საკონსულო სამსახურშითქვენი ბიომეტრული მონაცემების (ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები და ხელმოწერა) აღების მიზნით. ბიომეტრიული მონაცემების წარმოდგენა არ არის საჭირო, თუ თქვენ მანამდე უკვე აღებული გაქვთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ტექნიკურად შესაძლებელია ამ მონაცემების ხელმეორედ გამოყენება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მომსახურება მიიღოთ ფოსტის მეშვეობით.

ასევე უნდა, გაითვალისწინოთ ასევე რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს სრულად მომსახურეობის გაწევის დაწყებამდე წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსულოში საქართველოს მოქალაქისთვის მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.