გაიცანით საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში გამარჯვებულები

4629

2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა და მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო,ხოლო შერჩევის დასკვნით ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიამ მიმდინარე წელს 76 კონკურსანტიდან  ხმათა უმრავლესობით 15 ქვეყანაში 15 გამარჯვებული გამოავლინა.

შეგახსენებთ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

მაშ ასე კონკურსის შედეგად გამოვლენილი ახალგზრდა ელჩები არიან :

 საბერძნეთის რესპუბლიკაში- ლიკა ჯანელიძე,

ესპანეთის სამეფოში – თამარ არველაძე,

თურქეთის რესპუბლიკაში- გიორგი ცეცხლაძე 

იტალიის რესპუბლიკაში- ნენო გაბელაია,

ავსტრიის რესპუბლიკაში – მარიამ თაყნიაშვილი,

ამერიკის შეერთებულ შტატებში – ტატო ოქრუაშვილი, 

ბელგიის სამეფოში – ნინო ახალშენიშვილი, 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში – ირინე ჩიხლაძე,

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში – სოფო ქევხიშვილი,

 ნიდერლანდების სამეფოში – ერეკლე კოპლატაძე

 პოლონეთის რესპუბლიკაში – თამარ ლორთქიფანიძე, 

 საფრანგეთი რესპუბლიკაში – მერი უღრელიძე, 

უკრაინაში – სანდრო თოფურია, 

შვედეთის სამეფოში – მარიამ ორჯონიკიძე

 ჩეხეთის რესპუბლიკაში- დემეტრე რუხაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში.