ინფორმაცია საქართველოში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციის და აპოსტილით დამოწმების შესახებ

1028

საქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ლეგალიზაცია, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დამოწმების პროცესში რამდენიმე უწყების მონაწილეობას. ლეგალიზაციის დროს აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში.

იმ სახელმწიფოებისთვისრომლებიც არ წარმოადგენენ “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ” ჰააგის 1961 წლისოქტომბრის კონვენციის წევრ სახელმწიფოებსძალაში რჩება ლეგალიზაციის მოთხოვნა.