ათენის ქართული საკვირაო სკოლის განცხადება

399

საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში მოქმედი ქართული ენის სწავლების ეროვნული კერა – ათენის ვახტანგ VI-ის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

  ათენში მცხოვრები მშობლებისა და მოსწავლეების საყურადღებოდ!
ათენის ვახტანგ VI-ის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები 6 წლის ასაკიდან
და  შეისწავლიან, დიასპორის დეპარტამენტისა და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად შედგენილი სახელმძღვანელოებით  ქართულ ენა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, საქართველოს გეოგრაფიას. სკოლაში ფუნქციონირებს ასევე ხატვის წრე, სკოლის ასაკის ბავშვებისათვის სპეციალური პროგრამით შექმნილი ბერძნული ენის შემსწავლელი გაკვეთილები(განსაკუთრებით საჭირო ემიგრაციაში ახლად ჩამოსული ბავვებისათვის) ინგილისური ენის შემსწავლელი წრე და ა.შ. ახალი სასწავლო წლიდან მუშაობას დაიწყებს ასევე ქართული ხალხური საკრავებისა და ცეკვების შემსწავლელი სტუდიაც. სწავლა დაიწყება 29 სექტემბერს.

 . ბავშვების ჩაწერა დაწყებულია და გაგრძელდება ყოველ კვირა დღეს დლის 12 საათიდან 6 საათამდე. დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ პირად მესიჯში( darejan gambashidze) ღამბაშიძე დარეჯანი. ნინო ფრუიძე(Nino Pruide).

ათენის ვახტანგ VI-ის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა.( სათვისტომო ქართველ ემიგრანტთა კავშირ  “იბერია”-ს ბაზაზე) ხელმძღვანელი: დარეჯან ღამბაშიძე / მოადგილე ნინო ფრუიძე
მის: ქ. პლატია ვიქტორიას 2 ნომერი. პირველი სართული.