ახალი სასწავლო წლიდან ქართული ენის შესწავლა ათენის კიდევ ერთ საჯარო სკოლაში იქნება შესაძლებელი

754

როგორც საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებიდან ხდება ცნობილი ათენის კიდევ ერთ სკოლაში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ლიკა ჯანელიძის და სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციის ხელმძღვანელის  ანა ხულუზაურის ჩართულობით  ქ. ათენის 150-ე საჯარო სკოლაშიც ამოქმედდეს ქართული ენის შესწავლის პროგრამა, რომელიც სატესტ რეჟიმში 2017 წლიდან უკვე მოქმედებდა ათენის 50-ე საჯარო სკოლაში და ქართული ენის გაკვთილები კვირაში ორჯერ ტარდება.

,,მსურს,სიამოვნებით გაცნობოთ ,რომ საელჩომ მიიღო ქ.ათენის მუნციპალიტეტის საბჭოს თანხმობა რათა ,ქ.ათენის 150-ე საჯარო სკოლაშიც ამოქმედდეს ქართული ენის შესწავლის ანალოგიური პროგრამა . აღნიშნული საბჭოს ა.წ 28მარტის გადაწვეტილებით 150-ე სკოლაში ქართული ენის სწავლება ,ახალი აკადემიური წლიდან , 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება – ამცნო საკუთარი განცხადებით საზოგადოებას ეს სასიხარულო ამბავი  ბ-ნმა ი. ნანობაშვილმა.

როგორც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აცხადებს:,, საბერძნეთში საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პროგრამის შემდგომი გაფართოება მიმაჩნია ისეთ ამოცანად ,რომლიც ატარებს როგორც საზღვატგარეთ მცხოვრები ჩვენი მომავალი თაობებისათვის მშობლიური ენის შენარჩუნების ფუნქციას ,ასევე,გაჩნია მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული ემიგრაციის იმიჯისა და პოზიციების გამყარების თვალსაზრისით”.