ავთანდილ გიუნაშვილის შეფასებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა,რიგით ემიგრანტს არათუ დევნის სისხლის სამართლებრივი დევნით,პირიქით იცავს მას

583

ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით: ,,ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რიგით ემიგრანტს არათუ დევნის სისხლის სამართლებრივი დევნით, პირიქითაც იცავს მას , მისივე შეფასებით  რუსთავი 2- ზე გასული სიუჟეტი არის მორიგი არასწორი აქცენტების და ემიგრაციულ საზოგადოებაში დაბნეულობის დამთესავი ინტერპრეტირებული პროვოკაცია.

,, მინდა ემიგრანტებს გაგახსენოთ რომ, 2018 წლის აპრილში ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, ინიცირებული კანონპროექტი რომელიც, მართლაც არასწორ მუხლებს შეიცავდა და რამდენიმე პრობლემურ რეგულაციას, არის შეცვლილი ახალ კანონპროექტში იმგვარად რომ,სრულ თანხმობაშია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასთან.

აღვნიშნოთ თუნდაც ის რომ, თავად მე ვიყავი ჩართული საპარლამენტო უმრვლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივით, დიასპორასთან წარმოებულ კონსულტაციებში და ახალ კანონპროექტში ამოღებულია საზღვართან დაკავშირებული პრობლემური მუხლი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რიგით ემიგრანტს არათუ დევნის სისხლის სამართლებრივი დევნით, პირიქითაც იცავს მას:

1. ეს ინიციატივა იცავს უვიზო რეჟიმს და კანონმორჩილ მოქალაქეებს ვინც, უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

2. სანქციებს აწესებს მხოლოდ მათზე ვინც, უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში არის ჩართული და არაერთ შემთხვევაში თანხებსაც კი სძალავენ ჩვენს თანამემამულეებს!

3. სანქციებს აწესებს მათზე ვინც, ატყუებს ემიგრანტებს და უკანონო მიგრაციით გარკვეულ სარგებელს ნახულობს არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ საქართველოს ტერიტორიაზევე და მოტყუებულ საქართველოს მოქალაქეებს, ისედაც მცდარად აღებული ვალდებულებების სანაცვლოდ,კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებენ.

და რაც მთავარია, ახალი ინიციატივა არის საქართველოს ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შეუქცევადი პროცესის, კიდევ უფრო განამტკიცების საწინდარი რომლის, დაცვაც იცავს სწორედ ჩვენს ქვეყანას და მის წინსვლას ევროპის ოჯახის და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე!

ასე რომ, არ აყვეთ ამ პროვოკაციას და ერთად დავიცვათ თავი და ჩვენი თანამემამულეები, ტრეფიკიორების და ყველა სხვა ორგანიზებული დაჯგუფებებისგან რომლებიც, ჩვენი თანამოქალაქეების დაზარალებას და შეცდომაში შეყვანას ცდილობენ ” – ნათქვამია ავთანდილ გიუნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხაებაში.