ავთანდილ გიუნაშვილი მიიჩნევს რომ მონპელიეში მყოფი მოქალაქეების მოთხოვნები ლოგიკურ კითხვებს ბადებს

452

ავთანდილ გიუნაშვილი მიიჩნევს რომ საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უპირველესად სწორი საინფორმაციო დახმარება სჭირდებათექსპერტი ქართული დიასპორის და მიგრაციის საკითხებში მათ მოთხოვნებს და მდგომარეობას, საქართველოდან 90-იანი წლებიდან მოყოლებული ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის ანალიზის შედარებით აფასებს და აცხადებს რომ, ,,მონპელიეშიც და სხვა ქალაქებშიც თუკი მსგავსი შემთხვევები ხდება მართლაც საჭიროებენ დახმარებას, მაგრამ ეს არ არის ის რასაც დღეს მათ სთავაზობენ, მათ სჭირდებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება და მინიმუმ იმ გამოცდილების გაზიარება, რაც უკვე ასი ათასობით ჩვენმა თანამემამულემ უკვე გამოარა.” 

ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით:,, რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაშიც აქტიურად ვრცელდება მასალები საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში უვიზოდ მოხვედრილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც მართლაც არაჰუმანურ პირობებში იმყოფებიან და ადამიანურად სოლდარობის გამოხატვის ინსპირაციას ახდენს, თუმცა ვინც ემიგრაციაშია ნაცხოვრები და გამოუცდია ემიგრაციის თანმდევი სიმძიმე დამეთანხმებით რომ მათი მოთხოვნები ლოგიკურ კითხვებს ბადებს.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ გასული 30 წლის მანძილზე ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და სხვა სახის სოციალური მოცემულობებიდან გამომდინარე ასი ათასობით ჩვენმა თანამემამულემ დასაქმების მიზნით მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მიაშურა, მათ შორის არალეგალური გზებით და ევროპასთან უვიზო რეჟიმის მოპოვებამდე სასურველ ქვეყანაში მოსახვედრად საკმაოდ მძიმე ფინანსური ,,ხარკიც” კი გადაიხადა ე.წ. ,,გადამყვანების” და დასაქმების ,,დამპირებლების” სასარგებლოდ, არცთუ იშვიათ შემთხვევაში კი მოტყუებულებიც აღმოჩნდნენ და სრულიად მარტოდ დარჩენილებს მოუწიათ მათი მიზნის მიღწევა და სამუშაოს ძიება.
ასევე ყველასათვის ცნობილია,რომ მათმა დიდმა ნაწილმა სრულიად მარტოდ შეძლეს კეთილსინდისიერი შრომით არამხოლოდ საკუთარი თავის გატანა და ახლობლების დახმარება, არამედ შემდგომ წლებში საზოგადო, საქვეყნო საქმეებშიც საკუთარი წვლილის შეტანაც კი, რასაც მხოლოდ საქართველოში მათ მიერ წლების მანძილზე გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობებიც ცხადყოფს.მათ უცხოეთში საკუთარი მძიმე შრომის შედეგად შექმნეს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დოვლათი და საკუთარი ოჯახების დახმარებით საკუთარი წვლილიც შეტანეს ჩვენი სახელმწიფოს ფეხზე დადგომაში და ამ პროცესს დღემდე აგრძელებენ და ეს ფაქტია.
ვფიქრობ ამ რეალული მოცემულობიდან გამომდინარე, რასაც ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს ჩნდება ლოგიკური კითხვა თუ რით განსხვავდებიან ეს ადამიანები იმ ემიგრანტებისგან,რომლებმაც უმძიმესი სოციალური პირობების მიუხედავად, როდესაც არ არსებობდა არც უვიზო მიმოსვლა და არც არანაირი დაპირებული დასაქმების მყარი გარანტიები შეძლეს ქუჩაში კარვებში წოლის და სატელევიზიო ეთერების გარეშე მიეღწიათ საკუთარი მიზნებისთვის, მოეძიებინათ სამუშაო, დასაქმებულიყვნენ და დახმარებოდნენ კიდეც საკუთარ ახლობლებსაც? 
ნუთუ ვინმე ფიქრობს რომ ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური დახმარების მიღებით შესაძლეს თითქმის 30 წლის მანძილზე , ჩვენმა თანამემამულე ემიგრანტებმა საკუთარი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და იმ ფინანსური დახმარებების გაწევა საკუთარი ახლობლებისთვის , რასაც ოფიციალური მონაცემები გვეუბნებიან? 
ვფიქრობ პასუხი აქ მარტივია და დასკვებიც თქვენთვის მომინდია.
ფაქტია, მონპელიეშიც და სხვა ქალაქებშიც თუკი მსგავსი შემთხვევები ხდება მართლაც საჭიროებენ დახმარებას, მაგრამ ეს არ არის ის რასაც დღეს მათ სთავაზობენ, მათ სჭირდებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება და მინიმუმ იმ გამოცდილების გაზიარება, რაც უკვე ასი ათასობით ჩვენმა თანამემამულემ უკვე გამოარა და საკუთარი შრომით მიაღწია ან დღემდე სამშობლოდან შორს მიზნის მიღწევის პროცესშია ხშირად უმძიმესი შრომის ფასადაც კი.” – აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი