ავთანდილ გიუნაშვილი მიიჩნევს რომ ათენში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეების მიღების პრობლემა საკონსულოს თანამშრომელების არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული

611

ავთანდილ გიუნაშვილი მიიჩნევს რომ ათენში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეებს მიღების პრობლემა საკონსულოს თანამშრომელების არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მისი მოსაზრებით : ,, საბერნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის დაფარვის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სურთ მიიღონ საკონსულო მომსახურება საქართველოს მოქალაქის პასპორტის და მინდობილობის მომსახურებისთვის ვერ ახერხებენ ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციას (ვიზიტის დაგეგმვას) ვინაიდან აღნიშნულ მომსახურებების მისაღებად და ელ. სისტემა ავტომატურად აფრთხილებს მსურველებს ამის შესახებ, ქვემოთ მითითებული განცხადებით.
როგორც ათენში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას განმიცხადა აღნიშნული განცხადება და ზემოთ მოხსენიებულ მომსახურებებზე ვიზიტის დაგეგმვასთან დაკავშირებული პრობლემა გამოწვეულია იმით რომ ფიზიკურად მეტი ვიზიტის განხორციელება შეუძლებელია საკონსულოში დასაქმებული და მომსახურე პერსონალის მხრიდან, რაც ვფიქრობ სრულიად გასათვალისწინებელი და გასაგებია და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამგვარ პირობებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო.
 ამასთან ვფიქრობ, ამგვარი შექმნილი ვითარება, უნდა გახდეს დამატებითი მოტივატორი და სრულიად გასათვალისწინელები არგუმენტი, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას ან მომსახურე პერსონალის დამატებით ან სხვა ალტერნატიული ინიციატივით, საბერძნეთში ისედაც რთული სამუშაო პირობებით მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ემიგრანტებს არ შეექმნათ მსგავსი სახის ბარიერები და შეძლონ საქართველოს სახელმწიფო მომსახურებებით დროული სარგებლობა.”