მიგრანტი ქალებიც ყოფილან ანალოგიურ მოცემულობაში -დიასპორული ორგანიზაცია ეკა ბესელიას თანადგომას უცხადებს

1217

ა(ა) იპ ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა “ერთმნიშვნელოვნად უცხადებს თანადგომას ეკა ბესელიას; სამწუხაროდ, ემიგრანტი ქალებიც ყოფილან ანალოგიურ მოცემულობაში და კარგად ვიცით რა ფსიქოლოგიურ- ფიზიკური სტრესის გადატანა მოუხდა თითოეულ მათგანს;დარწმუნებულნი ვართ,რომ ახლაც გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო თუ ფოტო მასალის გამოქვეყნების მუქარით მათი შანტაჟი; ვიდექით,ვდგავართ და მომავალშიც ყველა იმ ქალის გვერდით დავდგებით,ვინც არის და სამწუხაროდ ალბათ მომავალშიც იქნება იმ ამორალთა ჯოგის სამიზნე,ვის ტვინშიც ამგვარი სიმდაბლე იხარშება; ემიგრანტებო,ქალბატონებო ,მოდით ერთხელ მაინც და ამ ერთ საკითხზე მაინც, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯნენ სხვის პირად ცხოვრებაში მოფუთფუთე ჭია-ღუები,გამკაცრდეს ამგვარ დანაშაულზე არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და თუ ევროპა- ამერიკისკენ მართლაც გვაქვს თვალ- ყური,მათგან კარგი პრაქტიკა გადმოვიღოდ საჩვენოდ- ფსიქომოძალადეები სისხლის სამართლის დამნაშავეთა რანგში ჰყავთ აყვანილი და არც ის დავივიწყოთ,რომ ქართველებს ,,ენით დაკოდილი” -ის არაკი უფრო ადრე გვქონდა,ვიდრე ამჟამად ჩვენთვის მისაბაძი ქვეყანა რუქაზე გამოჩნდებოდა – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.