იანვარ-მაისში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

447

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23%ით მეტია. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 047.1 მლნ. აშშ დოლარი (25.9 %-ით მეტი).

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარია (28%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარია (23.4 %ით მეტი).

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარია, მან საგარეო
სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ-მაისში 1 676.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (2017 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 32.6 %-ით მეტი). აქედან ექსპორტი 584.0 მლნ. აშშ დოლარი (52.3 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 092.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (24%-ით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.2 % იყო, მათ შორის ექსპორტში 45.5 პროცენტი და იმპორტში 30.2 % (2017 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 32.2, 38.2 და 30.1 %). 2018 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.9 % (2017 წლის იანვარ-მაისში 25.9 %).