საქსტატის ცნობით საქართველოდან უცხოეთში გასაყიდად 2.2 მილიონი დოლარის ბიუსტჰალტერები გაიტანეს

1024

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოდან უცხოეთში გასაყიდად 2.2 მილიონი დოლარის ბიუსტჰალტერები გაიტანეს, საქსტატის ცნობითვე საქართველოდან მამაკაცის ან ბიჭების შარვლების, გულსაფრიანი და თასმებიანი კომბინეზონების, ბრიჯებისა და შორტების ექსპორტი მზარდია.

თუ 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 5.1 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს მაჩვენებელი 7.6 მილიონ დოლარამდე, ანუ 47 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით, მზარდია სხვა დასახელების ტანსაცმლისა და ტექსტილის პროდუქციის ექსპორტიც. მაგალითად, მაისურების ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 22 მილიონი დოლარი შეადგინა, ქალის პალტოების – 2.7 მილიონი, ბიუსტჰალტერების – 2.2 მილიონი დოლარი.