ზაალ სარაჯიშვილის დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნას სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებიც უწევენ რეკომენდაციას

1247
როგორც ქართული დიასპორის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის და DIASPORA.GE -ს მკითხველისთვის არის ცნობილი ზაალ სარაჯიშვილის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის მოთხოვნით მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ერთობლივი ღია წერილი გავრცელდა , რომელსაც  იტალიაში მოღვაწე ქართველი მთარგმნელი ნუნუ გელაძე და იტალიაში მცხოვრები ათეულობით საზოგადოებრივად აქტიური ემიგრანტიც შეუერთდნენ, შემდგომ კი აშშ-ში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსანმბლის ხელმძღვანელის საჯარო თხოვნაც მოყვა, მჯერად ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ საქართველოს მთავრობას ანალოგიური რეკომენდაციით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების ნაწილმაც , მიმართა რომელთა შორისაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და სამეცნიერო სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები არიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ზაალ სარაჯიშვილის მხარდაჭერას და ღიად კიდევ არაერთი ქართული დიასპორული ორგანიზაცია და სათვისტომო აპირებს , ამჟერად კი საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების ნაწილის სახელით მთავრობის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ მიმართვას გთავაზობთ: 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას,
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ დავით ზალკალიანს
 2017 წლიდან, დიასპორისა და კავკასის საკითხთა კომიტეტში მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ, რომლის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი წინადადება და ღონისძიებებია განხორციელებული; საბჭოს კოორდინატორია ბატონი ზაალ სარაჯიშვილი, დიასპორის საკითხთა კვალიფიციური სპეციალისტი; იგი წლების მანძილზე მუშაობს დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და კანონპროექტების მოსამზადებელ სამუშაოებში; მის მიერ არაერთი საკანონმდებლო წინადადება იქნა განხილული და კანონპროექტებში გათვალიწინებული; მისი ძალისხმევითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით მრავალი აქტუალური საკითხი იქნა გადაწყვეტილი ემიგრანტების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივი აქტივობის ხელშეწყობისათვის.
  აღსანიშნავია, რომ ურთიერთკავშირები დიასპორულ ორგანიზაციებთან, ემიგრაციის წარმომადგენლებთან მისი ჩართულობით, უფრო ინტენსიური და საქმიანი ხდება; დიასპორისა და კავკასის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სრულიად ეთანხმება
ზ. სარაჯიშვილის კომპეტენციას აღნიშნულ საკითხებში და მადლობას უხდის მრავალმხრივი, კვალიფიციური და საინტერესო თანამშროლობისათვის ვითვალისწინებთ რა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის უაღრესად მნიშვნელოვან მისიას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის პოლიტიკის, შიდა და გარე მიგრაციის განვითარების, მიგრაციული პროცესების მართვის პოლიტიკის და სხვა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითების განხორციელებაში და ამ უწყების ხელმძღვანელად კომპეტენტური, ნიჭიერი, განათლებული პროფესიონალის ჩართვის აუცილებლობას, – მხარს ვუჭერთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ზაალ სარაჯიშვილის კანდიდატურას .
ასანიძე ინა – ა(ა)იპ “მე დავბრუნდების” თავმჯდომარე
ბარამიძე ცირა – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
გუჯეჯიანი როზეტა – თსუ ასოცირებული პროფესორი.
დაუშვილი რუსუდან – თსუ პროფესორი.
ობახიძე რუსუდან – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი.
ლომიძე ნანა – საზოგადოებრივი რადიოს კონსულტანტი მიგრაციის საკითხებში;
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.
ნაცვლიშვილი პაატა – რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
რუსეცკი ალექსანდრე – ფსიქოლოგიის დოქტორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
ფუტკარაძე ტარიელ – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.
ქართველიშვილი ლელა – ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი.
შეყილაძე მანანა – საქ. ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი; არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლება და ახალი ტექნოლოგიების” ხელმძღვანელი;
ცხოიძე ნინო – საერთაშორისო ფონდის – “დიასპორათა ცენტრი საქართველოში” თავმჯდომარის მოადგილე.
ჭელიძე ნათია – ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორი; თსუ მიგრაციის კვლევის ცენტრის მკვლევარი.