დათო ხუჯაძე 11 აგვისტოს კონცერტს ჩეხეთში, ხოლო 24 აგვისტოს ჯგუფ სახესთან ერთად Black Sea Arena-ზე გამართავს

784

დათო ხუჯაძე 11 აგვისტოს კონცერტს ჩეხეთში, ხოლო 24 აგვისტოს ჯგუფ სახესთან ერთად Black Sea Arena-ზე გამართავს, ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა: „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გრძელდება კონცერტების სერია „ბლექ სი არენაზე“. 24 აგვისტოს, შეიძლება თამამად ითქვას, ლეგენდარული ჯგუფის კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენთვის საყვარელი ჯგუფი 20 წლის გახდა, როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებით გაგვახარებენ ყველა თაობის წარმომადგენლებს. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.”

,,ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს ამ პროექტში მონაწილეობას საშუალება. დიდი მადლობა „ჩექ ინ ჯორჯიას“. შეიძლება ითქვას, რომ „ბლექ სი არენას“ მსგავსი დარბაზი მეორე არ არსებობს რეგიონში და გვაქვს იმის საშუალება, რომ აქ გავაკეთოთ ჩვენი კონცერტი. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც დარბაზს გააჩნია. ამ კონცერტზე შესრულდება ის სიმღერები, რომლებიც ყველამ იცის და 10 ახალი კომპოზიცია, რომელიც შემდეგ ალბომის სახით გამოიცემა.” – განაცხადა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა პრესასთან გაკეთებულ განცხადებისას.

მიმდინარე წელს დათო ხუჯაძის კონცერტები ჩეხეთის გარდა, საბერძნეთსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც არის დაგეგმილი.