საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის დიანა ჭანკოტაძის ფილმი  “დაკარგული” პრემიერისთვის ემზადება

411

მალე საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის დიანა ჭანკოტაძის ფილმი  “დაკარგული” ტელე ეკრანებზე გამოვა. ამის შესახებ თავად ფილმის ავტორი წერს და გვამცნობს რომ:,,სულ მალე ჩემი ფილმი “დაკარგული”.
როგორც ყველაფერს ფილმსაც თავისი ისტორია აქვს. მესამე შვილის მოლოდინმა ერთი აზრი ამიკვიატა. ვის ვაჩენდი ამ უცხო მიწაზე. ქართველს თუ ფრანგს, თუ არც ერთს და არც მეორეს, ამავე დროს კი ორივეს. განა შეიძლება ადამიანს ორი სამშობლო ჰქონოდა, ისე რომ ორივე თანაბრად ჰყვარებოდა და ორივესთვის თანაბრად გაგლეჯოდა გული. წარმოშობით ქართველი ფრანგი განა თავად ოდესმე დაუბრუნდებოდა სამშობლო საქართველოს თუ მე მას მუცლად ყოფნისას არ დავაბრუნებდი? ამ კითხვებით ერთ ჩემს კოლეგას მივმართე. ჟულინ ლამპანი ჩემი ჯგუფელი, ჩემი რადიო პარტნიორი და ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარია ამ ქვეყანაში. ყველა ჩემი იდეა მისი დიდი წვლილით განხორციელებულა და წინ კიდევ დიდი პროფესიული გზა და გეგმები გვაქვს. ჟულიანთან ერთად შევქმენი პროფესიონალთა გუნდი. ასე ჩამოვყალიბდით საპროდუქციო გუნდად, მე ჩემი საქართველოთი და ისინი თავიანთი კამერებით. ფილმი ჩვენი ერთერთი პროექტია, ის სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. მალე პრემიერაც იქნება, ტელეკომპანია “არზეტეც” გავა, ევროპულ კინო ფესტივალებზე მიიღებს მონაწილეობას და რომელიმე ქართულ ტელეარხსაც ვაჩუქებ, რათა ყველა ქართველმა ნახოს რა ვართ ჩვენ ქართველები ემიგრაციაში, ვის ვუზრდით შვილებს და რამდენად უბადრუკად ჟღერს სიტყვები “ჩვენ დავბრუნდებით” ჩვენი აქ დაზრდილი შვილებისათვის.
ვიხსნით ნიღბებს, ვეშვებით მიწაზე, ვეგუებით ან არ ვეგუებით რეალობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში თვალებში ჩავყურებთ მას.
ვამტკიცებთ ჩვენი შვილების ლიდერობას და ჩვენს საოცარ გენოფონდს მსლოფლიოს მასშტაბით.
ვახსენებთ ევროპას რუსეთის ოკუპანტობას და საქართველოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
ვახედებთ სარკეში ქართულ საზოგადოებას.
ვეუბნებით ჩვენს ხელისუფლებას “სტოპ”. ჩვენ უფრო და უფრო ბევრი ვხდებით ემიგრაციაში, შეაჩერეთ სამუდამო გადინება ქართველებისა, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი გიორგი, ანა და ნინი.
დაიწყეთ მათი რეალური დაბრუნება სამშობლოში. ჩვენ
არ გვინდა სასაცილო კანონები როდსაც რეალური კატასტროფის ქართველობის გაქრობის წინაშე ვდგებით ნელა და წვეთწვეთობით.
მე დაბრუნება მწადია, მინდა ჩემი გოგონა რომელიც ფილმის გადაღებების დამთავრებიდან ათ დღეში დაიბადა და ახლა ფილმის აფიშას ამშვენებს საკუთარ სამშობლო საქართველოში გაიზარდოს. იგივე სურს ემიგანტების უმრავლესობას.
კონკრეტულო სახელისუფლებო სახელებო და გვარებო, სიტყვით კი არა, საქმით დაეხმარეთ თითოეულ ქართველს სამშობლოში დაბრუნებაში, შეაჩერედ უქმად დაკარგული თქვენი ყოველი წამი თქვენი მოვალეობისა.
ჩვენ ვიკარგებით, ემიგრაციაში ვიკარგებით და ეს არც რიტორიკაა და არც პოპულიზმი ეს ერთი მწარე სიმართლეა რომელსაც დიდი ხანია სირაქლემასავით გაქცევია წინა თუ ახლანდელი ხელისუფლება. იცით,თქვენ მეტიდმეტად უსუსურები და და პატარები ჩანხართ ქართველების დაკარგვის ფონზე.” -წერს დიანა ჭანკოტაძე.