DIASPORA.GE- ს ბლიც-ინტერვიუ კახური გულახდილობის,იტალიური ტემპერამენტის და ამერიკული სიჩქარის ცისნამი საყვარლიშვილთან

1393

DIASPORA.GE- ს დაფუძნების ერთ-ერთი მისია უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა, რასაც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმრის ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ნამდვილად ვერ ვიტყვით .  მას ფარტო საზოგადოება და არა მხოლოდ ქართული საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს და სწორედ ამიტომ უფრო მეტად საინტერესოა მისი პასუხები ჩვენს განახლებულ ბლიც-ინტერვიუს კითხვებზე. 

მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ულამაზესი და უაქტიურესი ემიგრანტი

ნიუ იორკიდან ცისნამი საყვარლიშვილი.

. ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი – ვიქნებოდი ცნობილი პოლიტიკოსი და ხალხისთვის ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებდი.
. გადავწყვიტე საქართველოდან წამოვსულიყავი იმიტომ რომ– უცხოური განათლება მიმეღო და მატერიალური დოვლათი დამეგროვებინა. ორივე გამომივიდა.
. მოვდიოდი და ვფიქრობდი – რა ეშველება ამდენ გაჭირვებულ ხალხს საქართველოში?
. ემიგრანტი იყო ნიშნავს – მუდმივად გენატრებოდეს სამშობლო და ოჯახი.
. პირველად როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი – ვთქვი, ამერიკა დაგიპყრობ და ყველა ჩემს ოცნებას რეალობად ვაქცევ. გამომდის კიდეც.
. მინდოდა მეტირა მაშინ როცა – ერთი წლის შვილი დედას დავუტოვე და ცხარე ცრემლებით ვიტირე კიდეც. მაგრამ როგორ არის ის გამონათქვამი:”გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო.”

. სიზმრად ვნახე საქართველო – სადაც ყველას შეეძლო თავისი პროფესიის მიხედვით ემუშავა.
. მონატრება ეს არის – სულის შემაძრწუნებელი ტკივილი.
. როცა დავბრუნდები საქართველოში – ბოლომდე მოვემსახურები ჩემს ხალხს და სამშობლოს.
. სულ მინდოდა საჯაროდ მეთქვა – მიყვარხართ კეთილო ადამიანებო გულში.
. ჩემნაირი ემიგრანტებისადმი ჩემი სათქმელი არის ის რომ – გაუძელით, ბოლო ყოველთვის კეთილია. ყველაფერი მაგრად გექნებათ. მიყვარხართ.
. რამდენჯერ მიფიქრია ნუთუ – არ შეიძლება დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ და საქართველო ისევ ძლიერი და ერთიანი იყოს.
. ამდენი წლის ემიგრანტობის შემდგომ ძალიან მინდა საქართველოში გავაკეთო – მხოლოდ კეთილი საქმეები.
. ჩემი დევიზია – არ გაჩერდე!
. ფაქტი შენს შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს – კახური გულახდილობა, იტალიური ტემპერამენტი და ამერიკული სიჩქარე. ასევე ძაან გულჩვილი ვარ და ყველაფერზე ნიანგისხელა ცრემლებს ვყრი.