პარლამენტში ემიგრანტების და დიასპორული ორგანიზაციების ინფორმირებულობის საკითხზე იმსჯელეს

876

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ნინუას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, რატი ბრეგვაძეს შეხვდა.

როგორც პრეს სამსახური იტყობინება  შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე პროექტი და მათი განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებზეც ჩამოყალიბდნენ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ასევე იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება დიასპორული ორგანიზაციების ინფორმირებულობა ამ პროექტებზე და შეთანხმების თანახმად მიუღიათ გადაწყვეტილება და ამ კუთხით, განსაკუთრებით აღუნიშნავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, რომლის შესრულებაც ტელევიზიას შეუძლია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ინფორმირებულობაში დიასპორული და მიგრაციული პროექტებისა და პროგრამების დანერგვისა და განხორციელების თაობაზე – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დიასპორის და მიგრაციის შესახებ ე.წ.  საინფორმაციო ფანჯარა დღემდე არ გააჩნია , ხოლო ერთად ერთი რადიო გადაცემაც სხვა და სხვა მიზეზების გამო ოფიციალურად დახურა.

 ასევე შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღით, ადრე 2019 წლის 18 თებერვალს კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული მედია მაუწყებლის Diaspora.ge-ს დამფუძნებელს, ავთანდილ გიუნაშვილს შეხვდა და  ქართულ დიასპორაში საინფორმაციო პოლიტიკის განვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ისევე როგორც გასულ წლებში, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს ახალ საინფორმაციო საშუალებასთან, რომელიც ახლახან დაფუძნდა, რათა დიასპორულ ორგანიზაციებს, ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში ჰქონდეთ ყველა იმ სარგებელზე წვდომა, რასაც კომიტეტი და საქართველოს ხელისუფლება მათთვის აკეთებს.