დავით ზალკალიანმა 2020 წელს ქართული დიასპორული პროექტების ხელშეწყობა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის ეფექტური მომსახურება პრიორიტეტულად დაასახელა

288

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით 2020 წელს პრიორიტეტული იქნება ქართული დიასპორული პროექტების ხელშეწყობა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის ეფექტური მომსახურება. მთავრობის სხდომაზე გაკეთებული მიმოხილვისას მინისტრმა განაცხადა რომ : ,, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა, მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე. გაგრძელდება დიასპორული პროექტების განხორციელება და საფრანგეთში ლევილის ქართულ-ფრანგული ისტორიული ცენტრის ქართული აკადემიის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება საქართველოს კულტურის ცენტრი ევროპის მასშტაბით.”

მინისტრის განცხადებით ის პრიორიტეტულად მხადასაჭერ საკითხად ხედავს ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ეფექტური მომსახურებას და მიიჩნევს რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები გაიზრდება რამდენიმე დიპლომატიური მისიის გასახსნაელად მათ შორის აფრიკის კონტინენტზე, სადაც მისი თქმით მხოლოდ ერთი საელჩო ფუნქციონირებს, ხოლო ევროპულ ნაწილში დაგეგმილია ორი გენერალური საკონსულოს გახსნა.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 159.0 მლნ ლარი.