ოთო ნემსაძემ Eurovision In Concert წინ ემიგრანტებს უმღერა (ნახეთ ვიდეო)

290

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე ჰოლანდიაშია.

ოთო ნემსაძე ამსტერდამში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ყოველწლიურ პრომო ტურში, 30-მდე ქვეყნის მონაწილესთან ერთად, ყოველწლიურ კონცერტზე – Eurovision In Concert იმღერებს. ვიზიტის ფარგლებში ოთო ნემსაძის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც შედგა.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ მიმართა, რომელმაც საქართველოს კონკურსანტს წარმატება უსურვა და დიასპორის წარმომადგენლებს ოთო ნემსაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ღონისძიებაზე მომღერალმა ოთო ნემსაძემ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა და იმ სიმღერის ახალი ვერსია გააცნო დიასპორას, რომლითაც საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

Eurovision In Concert ხვალ, 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

📣5 აპრილს საქართველოს საელჩოში მომღერალ🕺🎤 ოთო ნემსაძესთან შეხვედრა გაიმართა. ოთო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. ️🇬🇪საქართველოს საელჩოში ოთო ნემსაძის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შედგა. 🔷ღონისძიებაზე მომღერალმა ოთო ნემსაძემ რამდენიმე კომპოზიცია 🎼🎸 შეასრულა 📣 On April 5, Embassy of Georgia hosted meeting of the Eurovision Song Contest representative from Georgia️🇬🇪, singer 🕺🎤 Oto Nemsadze with the Georgia diaspora leaving to the Kingdom of the Netherlands. Oto Nemsadze will represent Georgia at Eurovision 2019. 🔷 During the event singer performed several compositions 🎼🎸

Gepostet von Embassy of Georgia to the Kingdom of the Netherlands am Freitag, 5. April 2019