ემიგრანტებისგან საქართველოში ფულის რაოდენობის გადაგზავნა იზრდება

0
1557

 2019 წელს ემიგრანტებმა წინა წელთან შედარებით საქართველოში მეტი ფული გადარიცხეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2019 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან თითქმის 5 მილიარდი ლარი გადაირიცხა და 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 9.7%-ით მეტია და მასთან რეკორდული მოცულობისაც. ეროვნული ბანკისავე მონაცემებით, ცალკეული ქვეყნებიდან – გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა.   ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იტალია – 239,173,323 დოლარით, (ზრდა წინა წელთან 24.0% ) და საბერძნეთი – 192,545,110 დოლარით, (ზრდა წინა წელთან 12.7%) ლიდერობენ.

ცნობილია რომ, ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

საყურადღებო ფაქტია რომ მიუხედავად გერმანიასა და საფრანგეთში 2019 წელს განხორციელებული საპოლიციო რეიდების და არალეგალი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში სისტემატიური დეპორტაციებისა ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მაინც გაიზარადა და გერმანიიდან – 49,805,836 დოლარი,( ზრდა წინა წელთან 20.1%) ხოლო საფრანგეთიდან – 26,370,867 დოლარი, (ზრდა წინა წელთან 35.7%) შეადგინა.

ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ყველაზე მეტი 428,886,551 დოლარი შეადგინა და კლებამ წინა წელთან შედარებით -6.2% შეადგინა.

იხილეთ კონკრეტული ქვეყნები საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:

1 რუსეთის ფედერაცია – 428,886,551 დოლარი, კლება წინა წელთან -6.2% ;
2 იტალია – 239,173,323 დოლარი, ზრდა წინა წელთან 24.0% ;
3 საბერძნეთი – 192,545,110 დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.7% ;
4 აშშ – 178,411,697 დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.8% ;
5 ისრაელი – 162,547,994 დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.3% ;
6 თურქეთი – 94,846,134 დოლარი, კლება წინა წელთან -10.4% ;
7 გერმანია – 49,805,836 დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.1% ;
8 ესპანეთი – 47,303,094 დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.8% ;
9 უკრაინა – 42,921,496 დოლარი, ზრდა წინა წელთან 49.1% ;
10 პოლონეთი – 31,491,140 დოლარი, ზრდა წინა წელთან 70.5% ;
11 ყირგიზეთი – 28,761,717 დოლარი, ზრდა წინა წელთან 159.2% ;
12 ყაზახეთი – 26,630,537 დოლარი, ზრდა წინა წელთან 65.4% ;
13 საფრანგეთი – 26,370,867 დოლარი, ზრდა წინა წელთან 35.7% ;
14 აზერბაიჯანი – 22,169,189 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.4% ;
15 გაერთიანებული სამეფო – 16,890,393 დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.2% ;
16 კვიპროსი – 15,314,171 დოლარი, ზრდა წინა წელთან 30.9% ;
17 კანადა – 14,212,254 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.2% ;
18 სომხეთი – 13,268,666 დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.6% ;
19 ირლანდია – 9,611,449 დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.3% ;
20 შვედეთი – 8,831,997 დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.9% ;
21 არაბთა გაერთიანებული საამიროები – 8,778,428 დოლარი, კლება წინა წელთან -11.1% ;
22 ერაყი – 8,760,189 დოლარი, კლება წინა წელთან -10.1% ;
23 ბელგია – 5,469,601 დოლარი, ზრდა წინა წელთან 6.4% ;
24 უზბეკეთი – 5,160,620 დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.9% ;
25 ბელარუსი – 4,326,377 დოლარი, კლება წინა წელთან -1.4% ;
26 ჩეხეთის რესპუბლიკა – 4,116,847 დოლარი, ზრდა წინა წელთან 91.5% ;
27 ნიდერლანდები – 3,223,258 დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.3% ;
28 ავსტრალია – 3,076,321 დოლარი, კლება წინა წელთან -10.3% ;
29 საუდის არაბეთი – 2,620,279 დოლარი, კლება წინა წელთან -1.9% ;
30 ავსტრია – 2,576,429 დოლარი, კლება წინა წელთან -5.0% ;