იტალიის ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს გახსნა იგეგმება

648

იტალიის ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს გახსნა იგეგმება- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული იქნება 2020 წელს  საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის ეფექტური მომსახურება.

– ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება დიპლომატიური გადაფარვის გაფართოება, რაც ემსახურება საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას, არაღიარების პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ეფექტური მომსახურებას. ამ მიზნით 2020 წელს დაგეგმილია რამდენიმე საკონსულო დაწესებულების გახსნა და აფრიკის კონტინენტზე დიპლომატიური წარმომადგენლობის დამატება.– განაცხადა მინისტრმა ახალი ბიუჯეტების პრიორიტეტული საკითხების დასახელებისას მინისტრმა ზალკალიანმა.