ათენში საქართველოს კუთხე და საქართველოს შესახებ ბერძნულენოვანი ბროშურის პრეზენტაცია მოეწყო

589

2019 წლის 30 იანვარს, საბერძნეთში საქართველო ახალგაზრდა ელჩის მიერ მორიგი აქტივობა განხორციელდა და ბერძნულ ტურისტულ კომპანია Aktina Travel Group -ის სათაო ოფისში, სადაც 200 -ზე მეტი ტურიზმის სფეროში დასაქმებული სპეციალისტი მუშაობს. საქართველოს შესახებ საინფორმციო კუთხე მოეწყო და საქართველოს შესახებ ბერძნულ ენაზე შექმნილი ბროშურის პრეზენტაცია შედგა.
საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ კომპანიის ხელმძღვანელს ქ-ნ კლერი ზერვილის (Κλαίρη Ζερζιβίλη) მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი დაინტერესებისა და მასპინძლობისათვის და მას 2018 წლის საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტურისტული მიზნებით განხორციელებული ვიზიტორების შესახებ სტატისტიკა გააცნო.
თავის მხრივ ქ-მა კლერი ზერვილიმ კომპანიის სათაო ოფისში თანამშრომლებს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი წარუდგინა და საქართველოს შესახებ თავადვე მიაწოდა მცირე ინფორმაცია , რის შემდგომაც ტურისტული კომპანიის თანამშრომლებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ის ერთობლივი თანამშრომლობით , საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროექტით განხორციელებული საქართველოს შესახებ ბერძნულ ენოვანი ბროშურები გადაეცათ.
ღონისძიების ბოლო ნაწილში ლიკა ჯანელიძემ მასპინძლებს ქართული ღვინო, ხაჭაპური და ლობიანები დააგემვნებინა ,რომლებმაც განსკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

იხ. ვიდეო :

Νέα Πρέσβη της Γεωργίας στην Ελλάδα

Στις 30 Ιανουαρίου πραγματοποιήθηκε η παρουσίαση του Τουρισμού στην Γεωργία από την Νέα Πρέσβη της Γεωργίας στην Ελλάδα στην τουριστική εταιρεία Aktina Travel. Μέσα στα πλαίσια του έργου παρουσιάστηκε το Πρώτο φυλλάδιο για τον Τουρισμό στην Γεωργία στα ελληνικά.

Gepostet von Young Ambassador Of Georgia to the Hellenic republic am Mittwoch, 30. Januar 2019