„საქართველო – ღვინის სამშობლო“ – ტოკიოში ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა  გაიხსნა

139

„საქართველო – ღვინის სამშობლო“ – ტოკიოში ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა  გაიხსნა. იაპონიის დედაქალაქი ბორდოს შემდეგ პროექტის მეორე მასპინძელია. ექსპოზიცია დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნა. ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის პარტნიორები მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიები Sony Music Communication და TOPPAN არიან. ექსპოზიცია უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, რომელთა კონცეფციაც ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზეა დაფუძნებული.