ქართული ფესტივალი ათენში – პროექტი რომელმაც ათენის მერიის მხარდაჭერა მოიპოვა

750
 საბერძნეთის დედაქალაქში ,კვირას, 7 აპრილს, 11.00-დან 19:00.სთ- მდე კიფსელის დიმოტიკო აღორაში- ათენში მცხოვრები ქართველი მეწარმეების ფესტივალი გაიმართება- “ჩვენ ვაწარმოებთ.” გამოფენა გაყიდვა. ფესტივალის ინიციატორია ” ქალთა კავშირის”თავმჯდომარე ქალბატონი ნუნუ ღურჭუმალიძე.ფესტივალს მხარს უჭერს საქართველოს საელჩო საბერძნეთში, კიფსელის მუნიციპალიტეტი, და ხორციელდება “ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის” და “ქართული სახლის” მიერ.
 დარეჯან ღამბაშიძის განცხადებით : ,,ამ დღეს თქვენ იხლავთ პატარა საქართველოს, იმოგზაურებთ ქართველი ხელოვნების მიერ წარმოდგენილ უმშვენიერეს ოაზისში. თქვენს წინ გადაიშლება ტრადიციული ოსტატობით შექმნილი, ქართული სამზარეულო,workshop-ებით გაცოცხლდება ჩვენი უნიკალური უძველესი ქართული ანბანის კალიგრაფია.ნახავთ ექპრომტად დახატულ პორტრეტებს. ეკრანზე იმოძრავებს ქართული ხედები.იქვე აჩვენებენ, თუ როგორ კეთდება სხვადასხვა სამკაულები, ჩვენი ტრადიციული ჩურჩხელები და ფელამუში.ამ დღეს გარეთ გამოვა დაახლოებით 2000 ხელოვნებით დაინტერესებული ბერძენი. ფესტივალს დაამშვენებს, ჩვენი ქართული ცეკვები და სიმღერები. არ გამოტოვოთ მხარი დაუჭირეთ თქვენი სამშობლოს და თქვენს თანამემამულეებს!”- წერს ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორი დარეჯან ღამბაშიძე.