გერმანელმა ჟურნალისტმა შესაძლოა საქართველოს საელჩოს გერმანიაში სასამართლოში უჩივლოს

1223

გერმანელმა ჟურნალისტმა შესაძლოა საქართველოს საელჩოს გერმანიაში სასამართლოში უჩივლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. საქემე ეხება, გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ოკუპირებული ე.წ. სახმრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარე საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს ავტორს პრორუსული ორგანიზაციის წევრად, ხოლო გერმანულ გაზეთს დაბალტირაჟიან და მემარცხენე-რადიკალურ გამოცემად მოიხსენიებს. როგორც ცნობილია, გერმანელმა ჟურნალისტმა დევიდ ნოაკმა საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში იმოგზაურა და იქ არსებულ ვითრებებზე სტატიები მოამზადა. ასევე ცხინვალში სტუმრობისას ჩაიწერა ინტერვიუ დიმიტრი მედოევთანაც. ხმაურიან ინტერვიუში საქართველოს ოკუპრებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ყაზბეგის მუნიციალიტეტი მალე სამხრეთ ოსეთს დაუბრუნდება. მისივე ცნობით, ამ თემაზე საერთაშორისო დონეზე და ჟენევის ფორმატშიც არაერთხელ ისაუბრეს და აქტიური მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანელი ჟურნალისტი დევიდ ნოაკი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთიდან გადავიდა, რის შემდეგაც,მალევე ის თბილისშიც ჩამოფრინდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი უპრობლემოდ შემოუშვეს, რაც ოკუპაციის შესახებ კანონის ცალსახა დარღვევაა.