საქართველოს საელჩოს ინიციატივით Turkish Airlines-ს ჟურნალის „Skylife“-ში თბილისის თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია განთავსდა

341

საქართველოს საელჩოს ინიციატივით Turkish Airlines-ს ჟურნალის „Skylife“-ში თბილისის თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია განთავსდა . აღსანიშნავია რომ თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავას დანიშვნის შემდგომ ასეთი სასიხარულო და სახელმწიფოებრივად მნივნელოვანი ეროვნული დონის მიღწევები თითქმის ყოველთვიურ მოვლენად იქცა .

ახლაც ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან (Turkish Airlines) თანამშრომლობით, აღნიშნული ავიაკომპანიის ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის გამოცემაში დაიბეჭდა თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია თბილისის შესახებ. სტატიაში საუბარია თბილისის ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, სამზარეულოზე.სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს თბილისის ტურისტულ პოტენციალს.

თბილისის ისტორიული ხედებით აღფრთოვანებული ავტორი წერს: “ნარიყალას განუმეორებელი ხედი ჩამჩურჩულებს: მე ვარ თბილისი,მე გიჩვენებ წარსულს და მომავალს ერთი სურათით”-აღნიშნავს ავტორი. სტატიის ბოლოს, ავტორი თბილისს კვლავ დაბრუნების იმედით ტოვებს:
“თბილისი იწვევს ჩემში სურვილს,რომ კვლავ დავბრუნდე და ვნახო მისი თვალწარმტაცი ბუნება.იგი მაიძულებს უფრო მეტად შემიყვარდეს მისი კულტურა.ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება,როცა აეროპორტში ვკითხულობ ფრაზას-“Tbilisi loves you”. თბილისო, მეც მიყვარხარ”-წერს ავტორი.

ღსანიშნავია, რომ თურქული ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ზემოაღნიშნულ სტატიას და მიიღოს ვრცელი ინფორმაცია თბილისის ტურისტული პოტენციალის შესახებ.