ავთანდილ გიუნაშვილი საბერძნეთში,იტალიაში,ესპანეთსა და თურქეთში ემიგრანტებითვის მიზნობრივი ზრუნვისთვის სპეციალური პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის

4150

ავთანდილ გიუნაშვილი საბერძნეთში,იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში მყოფი ემიგრანტებზე მიზნობრივი ზრუნვისთვის სპეციალური პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის – აღნიშნული განცხადება მან დღეს გაავრცელა.

ავთანდილ გიუნაშვილის ინიციატივით : ,,საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი,თურქეთი – არის ევროპის ის ოთხი ქვეყანა – სადაც არსებული ქართული დიასპორებიდან ქართველ შრომით მიგრანტებს განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში ფინანსური სუფსიდირებით და უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან სოციალურ დაცვას ათასობით ოჯახისთვის ! 
 აქედან გამომდინარე მიმაჩნია რომ მათთვის სპეციალური და მათი პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე ორიენტირებული პროგრამები უნდა შემუშავდეს , უნდა გავაძლიეროთ მათი მხარდაჭერა ადგილზე და ეკონომიკური აქტივობის შემთხვევაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მხარი დავუჭიროთ მათ სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს ! “- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ყველაზე დიდი ფინანსური გზავნილების მქონე ქვეყნის,  რუსეთის ფედერაციაში არსებულ ქართულ დიასპორასთან მიდგომას- მისი ხედვით: ,,რუსეთში ქართული დიასპორა ერთმნიშვნელოვნად განსხვავებულ მდგმარეობაშია , მოცემულობიდან გამომდინარე ჩემი ხედვა სწორედ რეგიონალური ზენების მიხედვით განსხვაებულ , სტრატეგიულ მიდგომებს უნდა ეყრდნობოდეს ერთი სახელმწიფო კონცეფციის ფარგლებში, შესაბამისად რუსეთში მყოფი ქართველი მიგრნტებისთვის განსხვავებული სტრატეგია უნდა შემუშავდეს . ვფიქრობ დასრულდა ის დრო როდესაც ყველა ერთი მიდგომით განიხილებოდა . რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორა ძალზედ გასაფრთხილებელი და განსხვავებულად დასაფასებელია ჩემი ხედვით და გეგმის მიხედვით” – განაცხადა ავთანდილ გიუნაშვილმა ემიგრანტ ნატო გობეჩიას კითხვის პასუხად. 

ავთანდილ გიუნაშვილის დღეს გაჟღერებილი ინიციატივის თანახმად მიიჩნევს რომ  ქართული დიასპორა მიმღებ ქვეყნებში არსებული პრობლემატიკიდან  გამომდინარე რეგიონალური სპეციფიკის შესაბამისად და მისგან გამომდინარე განსხვავებული სტრატეგიების შემუშავებას მოითხოვს, რაც მიზნობრივს და ეფექტურს გახდის სახელმწიფოს ზრუნვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ.