მაისში საქართველოში ფულადი გზავნილებით 320.1 მლნ ლარი შევიდა.

3232

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წლის მაისში საქართველოში  ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი 44.3 მლნ აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან გადაირიცხა. სადაც ლიდერი ქვეყნები სია ასე გამოიტურება: საბერძნეთი 11.71 მლნ, იტალია 11.68 მლნ, ესპანეთი 3.07 მლნ, გერმანია  2.80 მლნ, დიდი ბრიტანეთი 1.41 მლნ. და საფრანგეთი 1.16 მლნ.

რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 37.84 მლნ აშშ დოლარი /შეადგინა, რომელსაც თავად აშშ 12.11 მლნ -თ, თურქეთი 10.02მლნ -ით და ისრაელი მოყვებიან 9.43 მლნ -ით. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან თითქმის გაორმაგებულია ფულადი გზავნილების მოცულობაც უკრაინიდან რომელიც სულ 2.05 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა.

საქართველოში 2018 წლის მაისის ფულადი გზავნილების რეიტინგში ,  სოლიდური გზავნილებით ასევე მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები :  აზერბაიჯანა, ყაზახეთი, კანადა, პოლონეთი და კვიპროსიც.

აღსანიშნავია რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების  93.0 პროცენტი მოდიოდა.