27 იანვარს სტამბოლში ბერძნულ და ქართულ ენებზე წირვა აღევლინება

1326

2019 წლის 27 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბერძნულ და ქართულ ენებზე წირვა აღევლინება.
საღმრთო ლიტურგია დაიწყება დილის 9 საათზე და მას აღავლენენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი მიტროპოლიტი კირილიოსი და საქართველოს საპატრიარქოს მრვდელმსახური იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:
0532 323 8772 ,ასევე სტამბოლში მცხოვრებ ქარველებს გაცნობებთ რომ ემინონუდან შეგიძლიათ ისარგებლოთ 37E და 38 ნომერი ავტობუსებით, გაჩერებას ჰქვია ედირნეკაფი (EDIRNEKAPI).